ნიდერლანდები უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მიაწვდის
ნიდერლანდები უკრაინას 15 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების რაკეტებს გადასცემს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლლონგრენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ ჰოლანდიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატისადმი მიწერილ წერილში განაცხადეს.
საუბარია საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემის რაკეტებზე, რომლებსაც უკრაინას ერთ-ერთი მოკავშირე აწვდის, ნათქვამია განცხადებაში. კონკრეტულად რომელი სისტემაა ეს, არ არის დაზუსტებული.
ოლონგრენმა რამშტეინის ფორმატში უკრაინის დახმარების მრჩეველთა ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების პაკეტზე განაცხადა. მინისტრი დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან მადლობა გადაუხადა უკრაინის ენერგეტიკის სექტორისა და უკრაინის ცის დაცვაში გაწეული დახმარებისთვის.
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რაკეტების მიწოდება უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ მასიურ თავდასხმებზე პასუხია.
"მთავრობა კატეგორიულად გმობს ამ თავდასხმებს. სამხედრო დახმარების ნაწილობრივ გამჟღავნებით, მინისტრთა კაბინეტს ასევე სურს სიგნალი გაუგზავნოს რუსეთს", - ნათქვამია განცხადებაში.