Nikkei: ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში 20-ზე მეტი რუსი გენერალია ლიკვიდირებული

იაპონიის დაზვერვის მონაცემებით ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 20-ზე მეტი რუსი გენერალია ლიკვიდირებული. 

ინფორმაციას ამის შესახებ Nikkei ავრცელებს

გამოცემასთან საუბარში იაპონიის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი კიოფუმი ივატა ამბობს, რომ ეს წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელია. 

ერთ-ერთი ვერსიით გენერლების ადგილმდებარეობს დადგენა უკრაინამ მათი მობილური ტელეფონების სიგნალების გამოყენებით შეძლო - განსაკუთრებით ომის პირველ ეტაპზე დახურული საკომუნიკაციო არხების არაეფექტურობის ფონზე, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა კავშირისთვის ძირითადად მობილურ ტელეფონებს იყენებდა. 

ცუდი კავშირის ფონზე რუსეთი იძულებული იყო მეთაურები პირდაპირ ბრძოლის ველზე გაეგზავნა, რაც მათ დამატებით საფრთხეს უქმნიდა. იაპონელი გენერლის თქმით, შესაძლოა გენერლების ადგილმდებარეობის დადგენაში უკრაინელებს ადგილზე მყოფი ინფორმატორები ეხმარებოდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები