ნიუ-იორკის მეტროში სროლამ 8 პირი იმსხვერპლა, კიდევ 8 დაჭრილია

ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ბრუკლინის მეტროში სროლამ 8 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კიდევ რვა პირი დაიჭრა და ჰოსპიტალიზებულია.

შემთხვევის ადგილას პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა, რომლებიც არ ამოქმედებულა.

ეჭვმიტანილმა, რომელიც აირწინაღს და ნარინჯისფერ ჟილეტს ატარებდა, მიმალვა მოახერხა, აცხადებენ ნიუ იორკის პოლიციაში. 

მსგავსი სიახლეები