ნიუ-იორკის მეტროს სროლაში ეჭვმიტანილს ბრალი ტერორიზმის მუხლით წაუყენეს
ოცდაათსაათიანი სამძებრო ოპერაციის შედეგად ნიუ-იორკის პოლიციამ ბრუკლინის მეტროს სროლაში ეჭვმიტანილი დააკავა.
62 წლის ფრენკ ჯეიმსს ბრალი ბრალი ტერორიზმის მუხლით წაუყენეს.
12 აპრილს აირწინაღში და ნარინჯისფერ ჟილეტში შემოსილმა პირმა ბრუკლინის მეტროს სადგურზე ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.
სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ცამეტი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს, რომლებიც არ ამოქმედებულა.
„ჩემო ნიუ-იორკელებო, ის ჩვენს ხელშია“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა ოპერაციის დასრულების შემდეგ.
ფრენკ ჯეიმსს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა სამუდამო პატიმრობა შეუფარდონ.
გამოძიება დამნაშავის მოტივზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
ამერიკის ყველაზე დიდ ქალაქში სროლის შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა იარაღის შეძენის და ტარების შესახებ რეგულაციების გამკაცრება დააანონსა.