ჩრდილოეთ კაროლინაში უნაბომბერის სახელით ცნობილი ტერიტორისტი გარდაიცვალა

81 წლის ტედ კაჩინსკი, რომელიც უნაბომბერის სახელით იყო ცნობილი ჩრდილოეთ კაროლინის ერთ-ერთი ციხეში გარდაიცვალა. 

ბევრი წლის განმავლობაში კაჩინსკი აშშ-ის ყველაზე მეტად ძებნილ დამნაშავედ მიიჩნეოდა. კაჩინსკი 1996 წელს 20-წლიანი ძებნის შემდეგ დააპატიმრეს. კაჩინსკი ჩრდილოეთ კაროლინის ციხეში სამუდამო პატიმრობის სასჯელს იხდიდა. 

ვუნდერკინდი 

კაჩინსკის არაორდინალური ბიოგრაფია მრავალი ჰოლივიდური ფილმის თუ სერიალის მოტივი გამხდარა. კაჩინსკის ბავშვობაში ვუნდერკინდად მიიჩნევდნენ, ამის მიზეზი კი მისი მათემატიკური ნიჭი იყო. 

უკვე 16 წლის ასაკში კაჩისნკიმ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა, შემდეგ კი მიჩიგანის უნივერსიტეტში მათემატიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი დაიცვა. 25 წლის ასაკში კაჩინსკი უკვე კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში მათემატიკური ანალიზის კურსს კითხულობდა. 

კაჩისნკის ცხოვრება მოულოდნელად 1970-იან წლებში რადიკალურად შეიცვალა. ამ დროიდან მოყოლებული კაჩინსკი კოლორადოს შტატში ველურ გარემოში, მონადირის ქოხში გადაცხოვრდა. კაჩინსკის სახლში არ იყო ელეტქროენერგია ან წყალგაყვანილობა. წლების განმავლობაში კაჩინსკი თავის ნადავლით იკვებებოდა, ძირითადად კურდღლებით. 

მალევე კაჩინსკიმ გადაწყვიტა, რომ ასეთ პირობებში ცხოვრება შეუძლებელი იყო და მსოფლიოს ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანების მიერ ველური ბუნების ათვისება და განადგურება დაასახელა. 

1978-1995 წლებში კაჩინსკიმ ფოსტის მეშვეობით 16 თვითნაკეთი ბომბი გაგზავნა, ადრესატი ძირითადად უნივერსიტეტები და ავიაკომპანიები იყვნენ. 

უნაბომბერის მანიფესტი 

კაჩინსკის დანაშაულების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც ახალი მკვლელობების მუქარით მან Washington Post და New York Times აიძულა გამოექვეყნებინათ მისი ანარქო-პრიმიტივისტული მანიფესტი, სახელწოდებით ინდუსტრიული საზოგადოება და მისი მომავალი. 

35 000-სიტყვიან ტექსტში კაჩინსკი წერდა, რომ ახალი ტექნოლოგიების განვითარების შედეგად საზოგადეობაში გაუცხოება და უსუსურობის განცდა იზრდება. კაჩინსკი ირწმუნებოდა, რომ ინდუსტრიული რევოლუცია კაცობრიობისთვის დიდი ტრაგედიით შემოტრიალდა. 

სწორედ მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი უნაბომბერის ვინაობა - მანიფესტის წაკითხვის შემდეგ, კაჩინსკის ოჯახის წევრებმა ნაწერში მისი წერის სტილი ამოიცნეს და ამის შესახებ გამოძიების ფედერალურ ბიუროს აცნობეს. 

ამ დროისთვის უნაბომბერი FBI-ს ძებნილთა სიაში იმყოფებოდა. კაჩინსკის ქოხში აღმოაჩინეს სამეცნიერო ჟურნალები, დაშიფრული დღიური და 2 მზა ბომბი. 

კაჩინსკი ეწინააღმდეგებოდა მისი ადვოკატების მცდელობებს ის ქმედუუნაროდ დაეკვალიფიცირებინათ. საბოლოოდ სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზამ კაჩინსკი ქმედუნარიანად აღიარა. კაჩინსკიმ თავი დამნაშავედ ცნო, რის შემდეგაც მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 

კაჩინსკის მიერ დამზადებული ბომბების აფეთქებისას 20 წლის განმავლობაში დაიღუპა 3 და დაშავდა 23 მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები