ნიუ-იორკის მერი: ვინც იანვრამდე ბუსტერს გაიკეთებს $100-ს მიიღებს
ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ ქალაქის ყველა მცხოვრები, ვინც წლის ბოლომდე აიცრება, საჩუქრად 100 დოლარს მიიღებს.
"ეს დროში შეზღუდული შესაძლებლობაა, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში ვაძლევთ ნიუ-იორკელებს ბუსტერით აცრის მოტივაციას, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება", - თქვა დე ბლაზიომ, რომელიც იანვრიდან ქალაქის მერი აღარ იქნება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია:
"გამოდით გარეთ, გაიკეთეთ ბუსტერ დოზა და გახადეთ თქვენი ოჯახი და ქალაქი უფრო უსაფრთხო."
ნიუ-იორკის მოსახლეობის 71% სრულად არის აცრილი.