კვიპროსის ეკლესია აუცრელ სასულიერო პირებს მღვდელმოქმედებას შეუჩერებს
კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერის განცხადებით, სასულიერო პირებს, ვინც აცრის წინააღმდეგია და „ანტივაქსერულ“ მოსაზრებებს ავრცელებს, მღვდელმოქმედებას შეუჩერებს.
არქიეპისკოპოსმა ქრიზოსთომოს მეორემ განაცხადა, რომ მის ეპარქიაში 123 მღვდლიდან 27 აუცრელი რჩება - მათგან 15-მა „სამედიცინო მიზეზი წარადგინა“.
დარჩენილ 12 სასულიერო პირს, ვინც საპატიო მიზეზის წარდგენა ვერ შეძლო, მღვდელმოქმედება სამი თვით შეუჩერდება, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მათ ეკლესიიდან განკვეთა ემუქრებათ.
"სასულიერო პირებმა ეგოისტური მოტივებით არ უნდა იხელმძღვანელონ," - განაცხადა არქიეპისკოპოსმა „ანტივაქსერ“ მღვდლებზე.
კვიპროსში მოსახლეობის 71 % სრულად აცრილია.