ნორვეგიის პრინცესა 12 თვიან სამხედრო სამსახურს გაივლის

ნორვეგიის სამეფო ოჯახის წევრმა, პრინცესა ინგრიდ ალექსანდრამ 12 თვიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, იგი საინჟინრო ბატალიონში იმსახურებს. 

მისი ასეულის მეთაურის თქმით, ინგრიდ ალექსანდრა არანაირი პრივილეგიით არ ისარგებლეს და "ისევე მოუწევ იატაკის მოწმენდა, ოთახის შემოწმება და ლოგინის მოწესრიგება," როგორც სხვებს. 

ცნობილია, რომ იგი აქტიურადაა დაკავებული სპორტით, მათ შორის ექსტრემალური დისციპლინებით, რაც სამხედრო სწავლების ათვისებაში გამოადგება. 

მიმომხილველებს ასევე მიაჩნიათ, რომ მას სამხედრო სამსახურის დროს მიღებული გამოცდილება გამოადგება მაშინ, როდესაც საკუთარი ბაბუისგან და მამისგან სამეფო მემკვიდრეობას გადმოიბარებს. 

სამხედრო საქმის მიმართ მისი ინტერესი უცხო არ არის. ერთ-ერთ დაბადების დღეზე, პოლარულ ნაწილში განლაგებულ ნორვეგიის სამხედრო შენაერთს ესტუმრა და დრო იქ გაატარა. 

19 წლის ინგრიდ ალექსანდრა, ნორვეგიის სამეფო ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. 

 

მსგავსი სიახლეები