NR: რუსეთის ეკონომიკა უმწვავესი საბანკო კრიზისის რისკის წინაშეა

საფოსტო ანალიტიკური ყოველკვირეული წერილის Navigating Russia-ის ავტორის, კრეიგ კენედის შეფასებით რუსეთი მწვავე ეკონომიკურ კრიზისს უახლოვდება, რომელმაც შესაძლოა ჩამოაქციოს საკრედიტო და საბანკო ბაზარი. 

კენედი ამ მომენტისთვის ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში რუსეთის მკვლევარის პოსტს იკავებს, თუმცა გასულ წლებში უმსხვილესი ამერიკული ბანკებში (Morgan Stanley, Bank of America Merril Lynch) წამყვანი საინვესტიციო ბანკირის პოსტს იკავებდა. 

რუსეთის ეკონომიკის ყოველკვირეულ დაიჯესტში კენედი რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ფარული სქემის შესახებ წერს, რომელმაც მისი თქმით, უკვე შექმნა საკრედიტო კრიზისის წინაპირობები. 

"არსებითად რუსეთი ფულის ბეჭდვით არის დაკავებული, ხოლო რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძველი სულ უფრო მეტად მოგვაგონებს ბანქოს სახლს"- წერს Financial Times-ის ფინანსური მიმომხილველი მარტინ სანდბუ კენედის დაიჯესტის კომენტირებისას. 

კენედის პუბლიკაციაში საუბარია, რომ ომის რეალური ხარჯები შესაძლოა ფედერალური ბიუჯეტში გაწერილ ოფიციალურ მაჩვენებლებს ორჯერ აღემატებოდეს. 

სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის არასაბიუჯეტო ფინანსირება პუტინმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს, სპეციალური განკარგულებით დაუშვა. განკარგულებამ საშუალება მისცა მთავრობას ეძულებინა ბანკები გაეცა კრედიტები სამხედრო-ინდუსტრიული ობიექტებისთვის დაბალ საპროცენტო განაკვეთებში. 

შედეგად 2022 წლიდან რუსეთის კორპორატიული დავალიანების მაჩვენებელი ანომალიურად (71%-), რეკორდულ 411 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ეს მშპ-ს 19%-ს აღემატება. 

ეს თანხა საგრძნობლად აღემატება რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან და ასევე, პირდაპირ სამხედრო ხარჯებს. კორპორატიული დაკრედიტების მთლიანი მაჩვენებლის 70%-ზე მეტი კი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის საწარმოებზე მოდის. 

კენედის შეფასებით, ამ სექტორის დაფინანსება სრულად არ მიდის ომთან დაკავშირებული პროდუქციისა და სერვისებზე - საუბარია დაახლოებით 250 მილიარდ დოლარზე, რაც უტოლდება ფედერალური ბიუჯეტის მიერ თავდაცვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე გაწერილ ხარჯებს. 

ავტორის აზრით, ამგვარი სქემის შენარჩუნება საგრძნობლად გართულდა გასული წლის მეორე ნახევარში. კორპორატიული დაკრედიტების ზრდა ასტიმულირებს ინფლაციას და ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების ზრდას ეკონომიკის "რეალური" სექტორებისთვის. კენედის შეფასებით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით სახეზეა სისტემური საკრედიტო კრიზისის სერიოზულ რისკი. 

სავარაუდოა, რომ სახელმწიფოს მხრიდან იძულებითი დაკრედიტებით ისარგებლს სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ისეთმა საწარმოებმა, რომლებსაც არ აქვთ კარგი საკრედიტო ისტორია, განიცდიან ფინანსურ სირთულეებს და რომლებისთვისაც რთული იქნება ვალების მომსახურება თავდაცვაზე საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შემთხვევაში. 

ცოტა ხნის წინ კრემლში გამართულ ეკონომიკურ თათბირზე დაყრდნობით, კენედი წერს, რომ წლის მიწურულს პუტინის გარემოცვაში გააცნობიეროს სისტემური საკრედიტო კრიზისის რისკი. 

კენედის ანგარიშის განხილვაში Financial Times-ის მიმოხილველი, მარტინ სანდბუ წერს, რომ კორპორატიული დაკრედიტების ამგვარი ზრდა შესაძლოა რუსეთის საბანკო სისტემის კრახში გადაიზარდოს. 

"პუტინს არ აქვს დრო, ის მოწიკწიკე ფინანსურ ნაღმზე ზის, რომელიც თვითონვე შექმნა."

სანდბუს შეფასებით, დასავლეთმა უნდა გამოიყენოს რუსეთის ეს სისუსტე და დააყენოს პუტინი არჩევანის წინაშე: ომის გაგრძელება ან ძალაუფლების შენარჩუნება. 

კენედის შეფასებით, რაც უფრო მეტად აჭიანურებს რუსეთის აქტიური საომარი მოქმედებების შეფასებით, მით უფრო მეტად იზრდება უკონტროლო საკრედიტო კრიზისის საფრთხე. მისი თქმით, ეს სისუსტე უნდა გამოიყენოს უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა და უნდა აიძულონ პუტინი ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებაზე წავიდეს. 

 

მსგავსი სიახლეები