ნულანდი: Nord Stream 2 მკვდარია, ეს არის ლითონის ნაჭერი ზღვის ფსკერზე

Nord Stream 2 დასრულდა, თქვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა.

მან თქვა, რომ გერმანიის მთავრობამ შეწყვიტა Nord Stream 2-ის მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და ის არ ამოქმედდება.

"Nord Stream 2 ახლა მკვდარია. ეს არის ლითონის ნაჭერი ზღვის ფსკერზე, არა მგონია ოდესმე გაცოცხლდეს... ვფიქრობ, ეს გაზსადენი აღარასოდეს ამოქმედდება", - განაცხადა მან.

Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა მას გერმანული რეგულატორისგან შესაბამისი სერტიფიკატი არ ჰქონდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეჩერდება.

მსგავსი სიახლეები