NYT: დონორებმა დემოკრატებს $90 დონაცია შეუჩერეს და ბაიდენის შეცვლას ითხოვენ

ერთ-ერთმა უმსხვილესმა დონორებმა დემოკრატიულ პარტიას 90 მილიონი დოლარის მოცულობის დონაცია შეუჩერა, ისინი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შეცვლას ითხოვენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობის ავრცელებს

წყაროს ცნობით, ამის შესახებ დონორებმა გადაწყვეტილება ნატოს 75-ე სამიტზე ბაიდენის გამოსვლის შემდეგ მიიღეს. პრეზიდენტის შემაჯამებელ გამოსვლას მედიაში ცუდი გამოხმაურება არ ჰქონია - ჯო ბაიდენის გამოსვლა 90 წუთი გრძელდებოდა, რა დროშიც ბაიდენმა ბევრი ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზე და ჩავარდნების გარეშე წარმოადგინა საკუთარი ხედვა. მიუხედავად ამისა, ბაიდენმა შეცდომით ვლადიმირ პუტინს უკრაინის პრეზიდენტი, ხოლო ტრამპს ვიცე-პრეზიდენტი უწოდა. 

ABC-ის კვლევა: ამერიკელთა 67% მიიჩნევს, რომ ბაიდენმა უნდა მოხსნას კანდიდატურა

 

გამოსვლის შემდეგ, ბაიდენს საკუთარი კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა კიდევ სამმა თანაპარტიელმა. 

კონტექსტი 

ცნობადი სახეების სიას, რომლებიც ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებენ გასულ 24 საათში შეურთდა მსახიობი ეშლი ჯადი. რამდენიმე დღის წინ იმავე მოწოდების შემცველი სვეტი გამოაქვეყნა ჯორჯ კლუნიმ - დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კერძო დონორმა. 

ჯო ბაიდენს 13 ივლისს დეტროიტში ელოდებიან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შტატის მიჩიგანის დედაქალაქია. დეტროიტის შემდეგ, ბაიდენი ოჯახთან ერთად მშობლიურ დელავერში გაემგზავრება. 

პარელელურად გრძელდება დონალდ ტრამპის კამპანია - ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას 45-ე პრეზიდენტმა თქვა, რომ სურს საკუთარი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა რესპუბლიკური პარტიის კონვენციაზე ან ცოტათი ადრე დაასახელოს. 

მსგავსი სიახლეები