NYT: უკრაინისთვის გადაცემული საარტილერიო დანადგრების მესამედი შესაკეთებელია

უკრაინისთვის გადაცემული საარტილერიო დანადგარების მესამედი მწყობრიდან არის გამოსული, სარემონტო სამუშაოებისთვის პოლონეთის ტერიტორიაზე სპეციალიური ბაზა მოეწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს

ომის დაწყებიდან ამ დრომდე დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 350 საარტილერიო დანადგარი გადასცეს, რომელთა მესამედიც გასული თვეების განმავლობაში აქტიური გამოყენების შედეგად მწყობრიდან არის გამოსული. 

გაზეთის ცნობით, კიევში სურთ, რომ სარემონტო ბაზა პოლონეთიდან უკრაინაში, ბრძოლის ველთან უფრო ახლოს გადმოიტანონ. შესაბამისად ამ დროისთვის დაზიანებული დანადგარების დროული და ეფექტური შეკეთების პროცესის ორგანიზება პენტაგონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

თავის მხრივ პოლონეთში პროფილაქტიკური ბაზის არსებობაზე აქამდე ცნობილი არაფერი ყოფილა, New York Times-ის ცნობით, ბაზა რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა. 

კონტექსტი 

მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე აშშ-მ უკრაინას 19.3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა, ამ დახმარების უდიდესი ნაწილი უკრაინას მას შემდეგ გადაეცა, რაც უკრაინაში რუსეთის არმია შეიჭრა.

სხვა ტიპის შეიარაღებასთან ერთად უკრაინას გადაეცა M777 ტიპის, 155 მილიმეტრიანი კალიბრის 142 დანადგარი. გარდა ამისა უკვე ივნისის ბოლოს უკრაინამ მიიღო HIMARS-ის ტიპის რეაქტიული ცეცხლის დანადგარები, რომლებმაც უკრაინის არმიას მნიშვნელოვანი უპირატესობა მისცა. 

 

მსგავსი სიახლეები