ოკუპაციისას იზიუმში ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - დეპუტატი
ქალაქ იზიუმის ოკუპაციის პერიოდში მოკლულია 1 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქ და განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის 80%.
ამის შესახებ იზიუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკოვმა განაცხადა.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად მოკლულია 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, კიდევ უფრო მეტი მშვიდობიანი პირი დაშავდა იმის გამო, რომ მათ დროულად არ აღმოუჩინეს საჭირო სამედიცინო დახმარება. რუსმა ოკუპანტებმა ჯერ კიდევ მარტში გაანადგურეს ქალაქის ყველა სამედიცინო დაწესებულება",- ამბობს სტრელნიკოვი.
დეპუტატის თქმით, ქალაქში განადგურებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ჯერჯერობით გაურკვეველია თუ როგორ შეძლებს მოსახლეობა ზამთრის გადატანას.
"10 სექტემბერს ჩვენი შეიარაღებული ძალების მეშვეობით იზიუმის თავზე უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშა კვლავ აღიმართა, ამ დროშებს ახლა ყველა სახლზე და საქალაქო ადმინისტრაციის შენობებზე დაინახავთ. ჩვენი დროშა ფრიალებს ხარკოვის რაიონის ყველაზე მაღალ წერტილში - კრემენეცის მთაზე",- განაცხადა დეპუტატმა.
ქალაქი იზიუმი რუსმა ოკუპანტებმა 2 აპრილს დაიკავეს, ქალაქი ოკუპაციის პერიოდში უკიდურესად დაზიანდა - ამ დროისთვის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და გაზი.
სატრანსპორტო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქალაქი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ფრონტზე 6 სექტემბერს წამოწყებული მასირებული კონტრიერიშის ფარგლებში შეძლეს.
უფრო მეტი ოკუპანტების იზიუმის დაჯგუფების მნიშვნელობაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.