ოკუპირებული ლუჰანსკის გენერალური პროკურორი საკუთარი კაბინეტში ააფეთქეს

ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

"წინასწარი მონაცემებით, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო საკუთარ კაბინეტში აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა",- ნათქვამია რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გორენკოსთან ერთად მოკლულია მისი მოადგილე, ეკატერინა სტეგლენკო. 

ამ დროისთვის უკრაინელებს საკითხზე კომენტარი არ გაუვრცელებიათ. გენერალური პროკურორის გარდაცვალება ჯერ არ დაუდასტურებულია ოკუპირებული ლუჰანსკის კოლაბორაციულ რეჟიმსაც. 

რუსული მედია პროკურორის და მისი მოადგილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

 

მსგავსი სიახლეები