ოლაფ შოლცმა გერმანელებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა

 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საახალწლო მილოცვაში მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ბუსტერის გაკეთებისკენ მოუწოდა. 

"ვაქცინის სარგებელი უზარმაზარია. ვაქცინაცია არის ის, რაც ვირუსის ახალი ვარიანტისგან გადაგვარჩენს," თქვა შოლცმა თავის პირველ საახალწლო მიმართვაში.

"ეს პანდემიის დასრულების გზაა," - აღნიშნა ახალმა კანცლერმა და მოქალაქეებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციაზე.

შოლცმა განაცხადა, რომ ხელისუფლება იანვრის ბოლომდე 30 მილიონი ბუსტერ დოზის გაკეთებას გეგმავს, რათა ომიკრონ ვარიანტს ქვეყანა სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

გერმანიის მოსახლეობის 71% სრულად არის აცრილი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები