ომის დაწყების შემდეგ პირველად სერბეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

სერბეთის პრეზიდენტი პირველად ეწვია უკრაინას - ალექსანდრ ვუჩიჩი მონაწილეობას იღებს ფორუმში "უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, რომელიც ოდესაში მიმდინარეობს. 

State Of Play: პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა კანცელარიამ გაავრცელა - ადგილობრივი მედიების ცნობით, ვუჩიჩი უკვე ოდესაში იმყოფება. 

  • ფორუმში მონაწილეობენ ასევე მონაწილებენ მოლდოვის, ხორვატიის და რუმინეთის ლიდერები. 

  • ოდეასაში გასამართ ფორუმზე სერბეთის პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებ ცნობები მაისის მიწურულს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა. 

Big Picture: საყურადღებოა, რომ ვუჩიჩი მონაწილეობდა 2024 წლის ფორუმზეც, რომელიც ხორვატიულ დუბროვნიკში გაიმართა - მაშინ სერბეთის ლიდერმა ხელი მოაწერა ერთობლივ კომუნიკეს, რომელშიც რუსეთის მიერ დაწყებული ომი შეფასებული იყო როგორც დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. 

  • ფორუმის დასრულების შემდეგ ვუჩიჩი ამბობდა, რომ მან შეძლო რამდენიმე პუნქტში ფორმულირებების შერბილება რუსეთის მიმართ, მისი თქმით, ეს სანქციების ნაწილს ეხებოდა. 

Сontext: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სერბეთი პრაქტიკულად ერთადერთი ევროპული სახელმწიფო, რომელიც არ შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. 

  • ვუჩიჩის თქმით, სერბეთი რუსეთთან მიმართებით დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს, მაგრამ ბელგრადის სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. 

  • ამასთანავე ომის განმავლობაში რამდენიმეჯერ გახდა ცნობილი უკრაინის მიერ სერბეთისგან შეძენილი სხვადასხვა შეიარაღების შესახებ, ხშირად საუბარია საარტილერიო ჭურვებზე. 

Go Deeper: გასულ თვეში რუსეთის საგარეო დაზვერვამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სერბული ქარხნები უკრაინას საბრძოლო მასალას აწვდიან - "ეს არის მცდელობა ზურგში ესროლონ რუსეთს"- ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები