OPEC+-ის ქვეყნები 2024 წელს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ნავთობის მწარმოებელთა საერთაშორისო კავშირმა OPEC +-მა 4 ივნისს მინისტერიალზე მიაღწია შეთანხმებას ნავთობის მოპოვების შეზღუდვების 2024 წელს გახანგრძლივებაზე. ამის შესახებ OPEC-ის პრესსამსახური წერს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ 2024 წლისთვის წარმოების დღიური მოცულობა 40.46 ათას ბარელამდე შეამცირონ. ამრიგად, წარმოება დღეში თითქმის 1.4 მილიონი ბარელით  შემცირდება.

Bloomberg-ის ცნობით, გუშინდელ შეთანხმებას დაძაბული შეხვედრის შემდეგ მიაღწიეს. საუდის არაბეთმა ივლისში პირობა დადო, რომ წარმოებას დღეში 1 მილიონი ბარელით შეამცირებს, სხვა სახელმწიფოებმა კი განაცხადეს, რომ 2024 წლის ბოლომდე ამჟამინდელი რაოდენობით წარმოებას გააგრძელებენ.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "ყველაფერს გააკეთებს ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად."

სააგენტოს ცნობით, გასულ თვეში ნიუ-იორკში ნავთობის ფასი 11%-ით დაეცა. 5 ივნისს, ბაზრის გახსნაზე, ერ-რიადის მიერ წარმოების შემცირების დაპირების გაცემის შემდეგ, investing.com-ზე ნავთობის ფასი გაიზარდა და Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე 78 დოლარს აჭარბებს.

OPEC+-ის შემდეგი შეხვედრა 26 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები