რუსეთში ნავთობით მიღებული შემოსავალი 2020 წლის შემდეგ მინიმალურ დონეზე დაეცა

სავარაუდოა, რომ მიმდინარე დეკემბერში ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ შემცირდება - ეს იქნება ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2020 წლის შემდეგ. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

  • ჯამურად დეკემბერის განმავლობაში რუსეთი ენერგორესურსების გაყიდვით 410 მილიარდ რუბლს მიიღებს - ბოლოს შემოსავლის ასეთი დაბალი დონე (405 მილიარდი რუბლი) 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დაწყების ფონზე დაფიქსირდა. 

  • ჯამურად 2025 წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის ექსპორტით რუსეთი 8.4 ტრილიონ რუბლს მიიღებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 25%-ით ჩამოუვარდება. 

  • შემოსავლის კლების მიზეზებს შორის ექსპერტები ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლებას და რუბლის გამყარებას ასახელებენ. 

დიდი სურათი: რუსეთის სანავთობო შემოსავლების მთელი წლის განმავლობაში მცირდებოდა, თუმცა კლება განსაკუთრებით შემოდგომაზე დაჩქარდა. 

  • წლიურ გამოსახვაში შემოსავალი 33%-ით შემცირდა ნოემბერში და 26%-ით ოქტომბერში. 

  • ამის პარალელურად ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი დააკორექტირა ფინანსთა სამინისტრომაც და თავდაპირველად დაგეგმილი 10.9 ტრილიონი რუბლის ნაცვლად, პროგნოზი 8.6 ტრილიონით შეიცვალა. 

  • თუმცა ფასის კლებისა და ამერიკული სანქციების ფონზე მოსალოდნელია, რომ ვერ შესრულდება ფინანსთა სამინისტროს კორექტირებული მაჩვენებელიც. 

კონტექსტი: ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული თანხები რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების ყველა მსხვილი წყაროა - ამ გზით ქვეყნის ჯამური ბიუჯეტის მესამედი ივსება.






















 

 

მსგავსი სიახლეები