ორბანი: უნგრეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოს აპლიკაციებს მომავალ წელს დაამტკიცებს
უნგრეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინადადებებისს რატიფიცირებას მომავალი წლის დასაწყისში მოახდენს, ხუთშაბათს განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ ვაცნობეთ შვედეთს და ფინეთს, რომ უნგრეთი მხარს უჭერს ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას", - თქვა უნგრეთის პრემიერმა.
მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სხვა წევრები სწრაფად მიესალმნენ ფინეთისა და შვედეთის განცხადებას ნატოში გაწევრიანებაზე, უნგრეთსა და თურქეთს ჯერ არ დაუდასტურებიათ მათი აპლიკაცია.
ფინეთის პრემიერ-მინისტრის სანა მარინის თქმით, ის არ ელის, რომ უნგრეთი და თურქეთი ნატოს გაფართოებას დაბლოკავენ, მაგრამ ისაუბრა გაწევრიანების დაგვიანების რისკების შესახებ.
უნგრეთის მიერ ნატოს გაფართოების გაჭიანურებამ, "ვიშეგრადის ოთხეულის" ქვეყნების - პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის - გაღიზიანება გამოიწვია, რომლებიც უკრაინის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები არიან.