ოსტინი: ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, $675 მილიონიანი პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 675 მილიონი დოლარიანი პაკეტი. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მეხუთე შეხვედრის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკონტაქტო ჯგუფმა "გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის დამცველებს".

ახალი პაკეტი მოიცავს სარაკეტო სისტემა HIMARS-ის ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და მცირე შეიარაღებას, თქვა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა Telegram-ზე დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები