პავილიონისი: "ქართული ოცნება" ცრუობს, როცა EU-ში შესვლის გარანტიას გპირდებათ
ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" დაპირება საქართველოს ევროკავშირში გარანტირებლ გაერთიანებაზე, სიცრუეა.
"საქართველოს მთავრობა გამოცდა ვერ აბარებს და გახსოვდეთ, ეს არის მთავრობათშორისი კონფერეცნია, ერთი ვეტო საკმარისია პროგრესის შესაჩერებლად.
ამიტომ, როცა „ქართული ოცნება“ გპირდებათ, რომ მიიღებს ევროკავშირში შესვლის გარანტიას, უბრალოდ გატყუებენ“ - განაცხადა პავილიონისმა.
დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს. მათთან შეხვედრაზე უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.