პენტაგონი: რუსეთს კიევისგან მცირე ნაწილები გადაჰყავს, ეს უკან დახევა არ არის

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში თითქოსდა კეთილი ნების ჯესტისთვის რუსეთი მკვეთრად ამცირებს საომარ აქტივობას კიევის მიმართულებით. 

"იყო თუ არა ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები კიევისგან დაცილებისთვის?  დიახ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყო, მაგრამ მათი რაოდენობა არ არის მაღალი". 

პენტაგონის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს გადაადგილებების სინამდვილეში რედისლოკაციას წარმოადგენს - "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რედისლოკაციაა და არა ნამდვილი უკან დახევა. ჩვენ ყველა მზად უნდა ვიყოთ და ველოდოთ რუსეთის დიდ შეტევებს სხვა რაიონებში, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კიევისთვის საფრთხე აღარ არსებობს". 

ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები პოლონეთში აქტიურად მუშაობენ უკრაინელ კოლოგებთან, მათთვის გადასაცემი ამერიკული შეიარაღების პროცესის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები