პენტაგონი: უკრაინის არმია მზად არის და შეუძლია ტერიტორიების დაბრუნება

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში მორიგი ბრიფინგი გაიმართა - 24 თებერვლიდან მოყოლებული უწყების მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვით საერთაშორისო მედიას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ სიახლეებს აწვდის. 

ბოლო დღეების განმავლობაში პენტაგონის ანონიმურ ბრიფინგებზე ამბობდნენ, რომ საომარი მოქმედებები ფაქტობრივად ჩიხში იყო შესული და ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდებოდა, ამჯერად საკმაოდ ბევრი სიახლეა. 

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები არიან და მათ შეუძლიათ ოკუპანტების მიერ 24 თებერვლის შემდეგ დაკავებული გარკვეული ტერიტორიების დაბრუნება. 

ამასთან დაკავშირებით პენტაგონი ქალაქ იუზიმის შემოგარენში მიმდინარე ბრძოლებს და უკრაინული არმიის მიერ ოკუპირებული ხერსონის გათავისუფლების მცდელობებს ასახელებენ. 

პენტაგონის მიერ გაჟღერებული ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობები შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • რუსეთის განკარგულებაში ომის დაწყებამდე მობილიზებული ძალებისა და საშუალებების 90%-ზე ნაკლები რჩება. ამავდროულად ოკუპანტები კვლავ განიცდიან სერიოზულ პრობლემებს მომარაგებასთან დაკავშირებით; 

  • აშშ-ის თავდაცვის უწყების თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსები გემების საწვავით უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ; 

  • შესაბამისი ეკიპირების არქონის გამო რამდენიმე რუსი ჯარისკაცი გაიყინა; 

  • პენტაგონში ფიქრობენ, რომ მაღალი ალბათობით რუსეთი ძალების შევსებას, კერძოდ ტაქტიკური ბატალიონის ჯგუფებს უკრაინის ფრონზე მეზობელი ქვეყნებიდან გადაიყვანს. მაღალი ალბათობით მეზობელ ქვეყნებში ბელარუსი იგულისხმება; 

  • პენტაგონში ამბობენ, რომ არსებობს მკაფიო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ გასულ კვირას რუსეთის შეიარაღებული ძალები გამიზნულად ბომბავდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, არსებობს ისეთი ქმედებების ნიშნებიც, რაც ომის დანაშაულად კვალიფიცირდება;
  • აზოვის ზღვაში ამ დროისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების 7 სამხედრო ხომალდი დგას, რომლებიც გასულ კვირას მარიუპოლს ბომბავდნენ; 

  • შავ ზღვაში პატრულირებს რუსეთის შეიარაღებული ძალების 21 სამხედრო ხომალდი; 


 

მსგავსი სიახლეები