პენტაგონი: უკრაინის არმიის ეფექტურობას 10-ბალიანი შკალით 12-ით ვაფასებთ

პენტაგონმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალ ეფექტურობაზე ისაუბრა. ამის შესახებ 12 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, 0-დან 10-მდე შკალაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურობა 12-ის ტოლი იქნება.

"მხოლოდ გამომგდინარე იქიდან, თუ რამდენად შთამბეჭდავი იყვნენ ისინი ჩვენთვის სხვადასხვა მიმართულებით. მათ იპოვეს გზები, რომ გაეკეთებინათ ის, რასაც ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით, რომ შესაძლებელი იყო", - თქვა მან.

თანამდებობის პირმა ასევე თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარებს გაცილებით დიდი ძალა აქვთ, ვიდრე უკრაინას, "უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებები მუდმივი გავლენას ახდენს მათ მორალზე, საკუთარი თავის მხარდაჭერის უნარზე", - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები