პესკოვი ბუჩას სასაკლაოზე: დადგმული ფეიკებია

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი რუსი ოკუპანტების მიერ ბუჩაში მოწყობილ სასაკლაოს აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. 

"კატეგორიულად უარვყოფთ ბრალდებებს, ადგილიდან გამოქვეყნებული ვიდეოები და ფოტოები დადგმული სცენები და ჩვეულებრივი ფეიკებია",- განაცხადა პესკოვმა. 

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთმა უკვე მოითხოვა აღნიშნულ საკითხზე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება. პესკოვის თქმით, "მოვლენათა ქრონოლოგია და ფაქტოლოგია არ მეტყველებს ამ ფაქტების სანდოობის სასარგებლოდ." 

ამავდროულად პესკოვი ამბობს, რომ ვითარება ძალიან სერიოზულია და დასკვნების გამოტანა არავინ არ უნდა იჩქაროს. კრემლის პრესსპიეკრი მოუწოდებს დასავლელ ლიდერებს თავი შეიკავონ მკვეთრი განცხადებებისგან. 

მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბუჩა დაიბრუნეს ქალაქის ქუჩებში ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის გვამები და საერთო საფლავები აღმოაჩინეს.

ბოლო მონაცემებით ქალაქშია მოკლულია 340-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები