პესკოვი: პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმე შეწყდება, ის ბელარუსში წავა

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა. 

პესკოვის თქმით, შეთანხმება უკვე მიღწეულია. "შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების საქმეზე პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდება. მიღწეულია შეთანხმება, რომ ვაგნერი საველე ბანაკებში დაბრუნდება, ხოლო თვითონ პრიგოჟინი ბელარუსში წავა."

პესკოვი ამბობს, რომ პრიგოჟინთან თავდაცვის სამინისტროში საკადრო გადაადგილებების საკითხი არ განხილულა. 

მასალა განახლებადია.

მსგავსი სიახლეები