პესკოვი ყირიმის ხიდზე: საპასუხოდ, ბირთვულ იარაღს არ გამოვიყენებთ

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო მოსაზრება, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების პასუხად, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავდა.

რუსეთის სახელმწიფო მედია RIA-ს წარმომადგენლმა, დიმიტრი პესკოვს ჰკითხა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ [ყირიმი უკრაინაა-რედ.]კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, ხომ არ გამოიწვევდა ბირთვული იარაღის გამოყენებას.  

"არა. ეს კითხვა, სრულად არასწორადაა ფორმულირებული"- განაცხადა პესკოვმა. 

ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდის აფეთქებას ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, თავდასხმის უკან, უკრაინის სპეცსამსახურები იდგნენ. 

 

მსგავსი სიახლეები