პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმiრ პუტინმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესთან ალექსანდრ ბასტრიკინთან შეხვედრისას პირველად გააკეთა კომენტარი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე. მან ამაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა, იუწყება "Интерфакс".
"ეჭვგარეშეა, ეს არის ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, "ავტორები, შემსრულებლები, შემკვეთები უკრაინის სპეცსამსახურები არიან".
თავის მხრივ, ბასტრიკინმა დასძინა, რომ ინციდენტში მონაწილეობდნენ "რუსეთისა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ტერორისტული აქტის მომზადებაში".