პისტორიუსმა არ გამორიცხა სამშვიდობო ძალების გაგზავნა უკრაინაში

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ დროისთვის გერმანია არ განიხილავს სამშვიდობო ჯარების გაგზავნას უკრაინაში, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მსგასვსი შესაძლებლობა განიხილება. 

ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა Deutschlandfunk-ის ეთერში განაცხადა. 

"დღეს ჩვენ ამაზე სერიოზულად ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ამის გაკეთება მოგვიწევს"- ამბობს პისტორიუსი. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანა უკვე მუშაობს ომის დასრულების შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე, თუმცა არ გაამხილა დეტალები. 

პისტორიუსამდე გერმანული სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ არ გამორიცხა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა. მისი თქმით, გერმანია მთელი ძალისხმევით დაუჭერს მხარს იმას რაც ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას. 

ცოტა ხნით ადრე, უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნა არ გამორიცხა ევროპული დიპლომატიის ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა. 

კრემლში აცხადებენ, რომ ორივე მხარის თანხმობის გარეშე სამშვიდობო ძალების გაგზავნა შეუძლებელი იქნება. 

მსგავსი სიახლეები