პოდოლიაკი FT-ის გავრცელებულ დოკუმენტზე; რუსეთის მოთხოვნაა, სხვა არაფერი

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი Financial Times-ის მიერ გავრცელებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელიც რუსეთსა და უკრაინის შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესაძლო საბოლოო შეთანხმებას ეხებოდა. 

პოდოლიაკმა დოკუმენტს "შავი, სამუშაო ვერსია უწოდა". ზელენსკის მრჩევლის თქმით, გამოცემის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი "წარმოადგენს რუსეთის მოთხოვნას და სხვას არაფერს. უკრაინულ მხარეს თავისი პოზიციები აქვს. ერთადერთი რასაც ამ ეტაპზე ვადასტურებთ, ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და გარანტიები ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის". 

ბრიტანული გამოცემის მიერ გავრცელებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი აქვთ და შესაძლო საბოლოო შეთანხმების ის ვერსია წარმოადგინეს, რომელსაც მხარეები ამ ეტაპზე განიხილავენ. 

თავის მხრივ ამ შესაძლო შეთანხმებებში: უკრაინა რომელიმე დასავლური სახელმწიფოს მხრიდან მისი ტერიტორიული მთლიანობით დაცვის მყარი, სამხედრო გარანტიების სანაცვლოდ იღებს ვალდებულებას უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. 

 

მსგავსი სიახლეები