პოდოლიაკმა "ვაგნერის" დანაკარგები დაასახელა: რუსი პატიმრების "მოგილიზაცია" - 77%

უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს განეიტრალდა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მიერ რეკრუტირებული თითქმის 30 000 რუსი პატიმარი. ამის შესახებ Twitter-ზე 15 იანვარს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"რუსული "არმიის" ხარისხზე. "ვაგნერმა" ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის კონტროლიდან (ციხეები და კოლონიები) გამარტივებული "პროცედურით"  გენოციდში მონაწილეობის მისაღებად 38 244 ადამიანი გაიყვანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ "ციდან მოხსნილია" (მოკლული, დაჭრილი, გაუჩინარებული ან ტყვედ ჩავარდნილი) - 29 543. პატიმრების "მოგილიზაცია" ამ დროისთვის 77%-ია", - წერს ის.

კონტექსტი

13 იანვარს ოპერატიულ ანალიზში ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერდა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ბრძოლა მოიგო. სამხედრო ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პრიგოჟინს სოლედარი, როგორც რუსეთში "ავტორიტეტის" ამაღლების ინსტრუმენტი სჭირდებოდა.

ამასთანავე, ISW აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს პრიგოჟინის პოპულარობის ზრდა შეაჩეროს და ამისთვის თავდაცვის სამინისტროს ერთგული სამხედრო ბლოგერების ჯგუფს ქმნის.

მსგავსი სიახლეები