Politico: თეთრ სახლში მსჯელობდნენ ბაიდენის ვიზიტზე კიევში
ჯო ბაიდენის მრჩეველები მსჯელობდნენ, თუ რამდენად უსაფრთხო იქნებოდა ჯო ბაიდენის შესაძლო ვიზიტი კიევში, თუმცა ბოლო ცნობებით, ამერიკელი პრეზიდენტის უკრაინაში ჩასვლა აღარ განიხილება.
ამის შესახებ Politico-ს მიერ მომზადებულ ვრცელ მასალაშია საუბარია.
ბოლო საათებში კიევიდან ვრცელდება უცხოეთის დელეგაციის კორტეჟის ფოტო და ვიდეო მასალა კიევის ცენტრიდან, რის გამოც ქალაქის ცენტრალური ნაწილი გადაკეტილია, რამაც ქალაქში მასშტაბური საცობები გამოიწვია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ დღეს კიევში 'სერიოზული სიურპრიზია მოსალოდნელი. ზოგი უკრაინული წყაროს ცნობით, დღეს ჯო ბაიდენი უკვე კიევში იმყოფება, თუმცა ამ ცნობებს ოფიციალური უწყებები და წყაროები არ ადასტურებენ.
კონტექსტი
ცნობილია, რომ ჯო ბაიდენი ომის წლისთავზე პოლონეთს ეწვევა, თუმცა ამ დრომდე მისი ადმინისტრაციის წევრები პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტი გამორიცხულია.