პოლონელ მესაზღვრეებს ბელორუსიდან 60 მიგრანტი დაესხა თავს
60 მიგრანტისგან შემდგარი ჯგუფი ბელორუსის საზღვარზე პოლონელ მესაზღვრეებს თავს დაესხა.
ამ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს.
სამსახურმა განაცხადა, რომ 28 აგვისტოს, "აგრესიული უცხოელების" ჯგუფმა ქვები ესროლა პოლონელ მესაზღვრეებს, დუბიჩი ცერკოვნიეს პუნქტთან.
"შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა სპეციალური ავტომანქანა ტაიფუნი. მანქანის მისვლისთანავე ჯგუფი ბელორუსში გავიდა და წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ," - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონელთა უმეტესობა საფრთხეს არ გრძნობს მეზობელი რუსეთისა და ბელორუსისგან.
გასულ კვირას პოლონეთმა გამოაცხადა, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად სპეციალური ძალების დანაყოფს ქმნის.
ერთი დღით ადრე პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელორუსთან საზღვრის ჩაკეტვის პირობებზე შეთანხმდნენ.