პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე კედელს ააშენებს

 

პოლონეთის მინისტრთა საბჭო დაეთანხმა კანონპროექტს, რომლითაც ბელარუსის საზღვარზე აშენდება "მაღალი, მტკიცე ბარიერი მონიტორინგის სისტემითა და სენსორებით".

კედლის აშენების მიზანი პოლონეთის ტერიტორიაზე არალეგალი მიგრანტების რაოდენობის შემცირებაა.

"მინისტრთა საბჭომ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც საზღვარზე ბარიერი აშენდება", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ.

კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტში უკვე წარადგინეს.

"ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებებს შესაბამისი პასუხი სჭირდება - ამბობს შს მინისტრი - მსგავსმა ბარიერებმა სხვა ქვეყნებში ეფექტურად იმუშავეს."

მთავრობის სპიკერის, პიოტრ მიულერის თქმით, კედლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 500 მილიონი ზლოტი (€110 მილიონი) გამოიყო. ბარიერის მშენებლობისთვის ჯამში 1.6 მილიარდი ზლოტი (€350 მილიონი) დაიხარჯება.

პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ბელარუსიდან საზღვრის გადაკვეთის 16 000 მცდელობა აღკვეთა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები