პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე კიდევ 2 ათასს სამხედროს გზავნის
პოლონეთის მთავრობა ბელარუსთან საზღვრიპირა რაიონებში დამატებით 2 ათასს სამხედრო მოსამსახურეს განათავსებს. მანამდე ცნობილი იყო, რომ საზღვირპირა კონტინგენტი მხოლოდ ათასი ჯარისკაცით გაძლიერდებოდა, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო დღეებში შეიცვალა.
ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაცეი ვონსიკმა განაცხადა. ვონსიკის თქმით, გადაწყვეტილება პოლონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭომ მიიღო.
პოლონეთში შიშობენ, რომ ბელარუსი გასული წლის მსგავსად შეეცდება პოლონეთში არალეგალი მიგრანტები გადაუშვას ან სხვა ტიპის პროვოკაციები მოაწყოს.
გარდა ამისა, პოლონელი ძალოვანების მთავარი საზრუნავი ბელარუსში გადაბარგებული ვაგნერის ბოევიკები არიან.
საზღვრისპირა რაიონებში სამხედრო დანაყოფების გაძლიერება სწორედ პოლონეთის სასაზღვრო დანაყოფებმა მოითხოვეს, თუმცა მთავრობამ 1000-ის ნაცვლად ადგილზე 2 000 სამხედროს გაგზავნა გადაწყვიტა.
პოლონეთ-ბელარუსის საერთო სასაზღვრო ხაზი 398 კილომეტრია.