პოლონეთი: განვიხილავთ ნატოს წესდების მეოთხე მუხლის ამოქმედებას
პოლონეთში უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა დასრულდა.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა დაადასტურა 2 მოქალაქის გარდაცვალება და განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზებს ამ დრომდე არკვევენ.
პატერ მულერის თქმით, ქვეყნის ზოგიერთ საჯარო დანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის დონე იზრდება და პარალელურად განიხილება ნატოს მეოთხე მუხლის ამოქმედება.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა მედიის სხვა კითხვები უპასუხოდ დატოვა.
ნატოს მეოთხე მუხლის მიხედვით, ალიანსის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს ნატოს წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, თუკი არსებობს საფუძვლიანი რისკები ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების კუთხით.