პოლონეთი იუწყება, რომ რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე გადაკვეთა
პოლონეთის არმიის გენერლის განცხადებით, პარასკევს, 29 დეკემბერს რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.
გენერალ მაჩეი კლიშის განცხადებით, ობიექტი რუსეთის წუხანდელი საჰაერო თავდასხმისას შენიშნეს პოლონეთის ტერიტორიაზე. მან სამი წუთი დაჰყო პოლონეთის საჰაერო სივრცეში და შემდეგ უკრაინისკენ დაბრუნდა.
წუხელ რუსეთმა უკრაინას 158 დრონით და რაკეტით შეუტია, ამოიღო რა მიზანში კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ინდუსტრიული და სამხედრო ობიექტები.
გენერალ კლიშის თანახმად, რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კმ-ს სიღრმეში შეიჭრა და პოლონეთის საჰაერო ძალებს მის წინააღმდეგ არაფერი მოუმოქმედებიათ.
ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო მოიწვიეს პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.