პოლონეთი პუტინს სასაზღვრო კრიზისის წამოწყებაში ადანაშაულებს

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე არსებულ მიგრანტების კრიზისის ორკესტრირებაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას მორავიეცკიმ თქვა, რომ "რუსეთის ნეო-იმპერიალისტული პოლიტიკა წინ მიიწევს."

"ეს არის ლუკაშენკას ბოლო თავდასხმა, რომელიც არის აღმასრულებელი, მაგრამ მას ჰყავს დამკვეთი, რომელიც არის მოსკოვში, ეს არის ვლადიმირ პუტინი, რომელიც აგრძელებს რუსეთის იმპერიის აღდგენის სცენარს, რომელსაც ჩვენ, ყველა პოლონელი, უნდა დავუპირისპირდეთ," - თქვა პოლონეთის პრემიერმა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული ათასობით მიგრანტი, რომლებიც ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკას მთავრობას ჩაჰყავს, ტყეებისა და სასაზღვრო ბარიერების გადაკვეთით პოლონეთში შესვლას ცდილობს.

მორიავეცკიმ პროცესს "დადგმული სპექტაკლი" უწოდა.

წინა კვირაში მოსკოვმა და მინსკმა ინტეგრაციის გაღრმავებაზე შეთანხმება გააფორმეს ენერგეტიკის, ფინანსური ბაზრის და ეკონომიკის მიმართულებით.

 

 

მსგავსი სიახლეები