პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში ჩავლენ
პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ.
13 აპრილს ანჯეი დუდა, გიტანას ნაუსედა, ეგილს ლევიტსი და ალარ კარისი კიევში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრას გამართავენ.
„ზელენსკის პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გამოვუცხადებთ“, - წერს ნაუსედა Twitter-ზე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ანჯეი დუდამ გერმანიის პრეზიდენტს უკრაინაში ერთობლივი ვიზიტი შესთავაზა. თუმცა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, „კიევში ეს არ ისურვეს“.
გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაიერის დამოკიდებულებასა და "შტაინმაიერის ფორმულას" ასახელებს, რომელიც 2014 წლის ომის შემდეგ იქნა შემუშავებული, როცა გერმანიის ამჟამინდელი პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იყო.
შტაინმაიერს, რომელიც ყირიმის ანექსიის და დონბასის ოკუპაციის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, რუსეთთან დაშოშმინების პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.