პოლონეთის პრემიერი ელის, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას 100-მდე ტანკს გადასცემენ
პოლონეთი ცდილობს დაარწმუნოს თავისი ევროკავშირის მოკავშირეები, კიევს 100-მდე ტანკი მიაწოდონ, რათა "უკრაინაში, ბრძოლის ველზე ვითარება შეიცვალოს."
Bloomberg-ის ცნობით, ეს განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა
მისი თქმით, პოლონეთმა გადაწყვიტა უკრაინას 14 ტანკი Leopard 2 მიაწოდოს და ელის, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნები, მათ შორის დანია, ფინეთი და გერმანია, იგივეს გააკეთებენ.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 17 იანვარს განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებებს აწარმოებს მოკავშირეებთან უკრაინისთვის გერმანული Leopard 2-ების შესაძლო მიწოდების შესახებ და აღნიშნა, რომ ნებისმიერი განცხადება შეთანხმებას საჭიროებს.
სააგენტოს ცნობით, გერმანიის გარდა, Leopard 2-ები ტანკებს არსენალში კიდევ 12 ევროპული ქვეყანა აქვს.