პოლონეთის პრემიერი: საქართველოს მთავრობას სააკაშვილის გადმოყვანა შევთავაზეთ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობას ინიციატივით მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში მკურნალობის საშუალება მიეცეს. 

მატეუშ მორავიეცკიმ ეს განცხადება ბრიუსელიდან დღეს გააკეთა. 

"შესაძლოა ყველაზე ცუდი რამ დაემართოს... ჩვენ ინიციატივით მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა პოლონეთში შეძლოს,"- აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვენის შესახებ, ევროპის არაერთ ლიდერს ესაუბრა. 

თუ საქართველოს სურს, რომ ევროპული მისწრაფებებზე პოზიტიური პასუხის იმედი ჰქონდეს, მაშინ ეს მიმართვა სერიოზულად უნდა მიიღოს.

მორავიეცკის თქმით, სააკაშვილის მიმართ არასთანადო მოპყრობა, ერთ-ერთი ის საკითხი იყო, რომელიც ევროპული საბჭოს შეხვედრის დროს განიხილეს. 

პოლონეთის მთავრობის ლიდერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას შეთავაზება უკვე მიღებული აქვს და მათგან პასუხს ელოდება. 

რამდენიმე დღით ადრე, ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა, სადაც მან სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებები დაგმო, ხოლო საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 

 

მსგავსი სიახლეები