გი ვერჰოფსტადტი: ნავალნი, სააკაშვილი და ბიალიაცკი უნდა გათავისუფლდნენ
მას შემდეგ რაც ალექსეი ნავალნიზე გადაღებულმა ფილმმა ოსკარი მოიპოვა, ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მოქმედმა ევროპარლამენტის წევრმა გი ვერჰოფსტადტმა, პოსტ-საბჭოთა სივრცეში მყოფ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა.
"ამ საპარლამენტო სესიაზე, დღისწესრიგში უნდა დაბრუნდეს ალექსეი ნავალნის გათავისუფლების საკითხი და მასთან ერთად, ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარის,"- განაცხადა ბელგიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა.
ნავალნის შემდეგ, ბელგიელმა პოლიტიკოსმა, პირველ რიგში ბელორუსი პატიმრები ახსენა, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი - ალეს ბიალიაცკი, რომელიც 2021 წელს ხელახლა დააკვეს.
"ასევე, პოლიტიკური პატიმრები საქართველოში, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ან რუსეთში ვლადიმერ კარა-მურზა, გორინოვი და ბევრი სხვა,"- განაცხადა გი ვერჰოფსტადტმა
მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრების ნაწილის ოჯახის წევრები, მიმდინარე კვირას ბრიუსელში იქნებიან და ისინი ევროპარლამენტარებს შეხვდებიან.
სტუმრებს შორის იქნებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც.
გი ვერჰოფსტადტი 1999 წლიდან 2008 წლამდე ბელგიის პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო 2009 წლიდან ევროაპარლამენტში ALDE-ს პოლიტიკური ჯგუფის ლიდერია.