პოლონეთის პრეზიდენტმა მთავრობის შექმნის მანდატი მორავიეცკის მისცა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის მთავრობის ჩამოაყალიბების მანდატი მისცა.
ეს გადაწყვეტილება დუდამ სამი ოპოზიციური პარტიის იგნორირებით მიიღო, რომლებსაც ხელისუფლებაზე მეტი მანდატი აქვთ და მზად არიან საპარლამენტო უმრავლესობა შექმნან. მათი პრემიერობის კანდიდატი დონალდ ტუსკია.
"მე გადავწყვიტე გავაგრძელო კარგი საპარლამენტო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, მთავრობის შექმნის პირველ შანსს გამარჯვებული ჯგუფი იღებს" - თქვა დუდამ სატელევიზიო მიმართვისას.
მმართველი პარტიისთვის, კანონი და სამართლიანობისთვის უკიდურესად რთული იქნება უმრავლესობის შექმნა, რადგან მან 460-წევრიან სეიმში 194 მანდატი მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - 248.
კანონი და სამართლიანობისთვის უმრავლესობის მოპოვების ერთადერთი შანსი შეიძლება იყოს ოპოზიციური კოალიცია მესამე გზის წევრი მემარჯვენე პარტიის, პოლონეთს სახალხო პარტიის დარწმუნება მორავიეცკის კოალიციას შეუერთდნენ.
მორავიეცკიმ ადრე განაცხადა, რომ ოლონეთს სახალხო პარტიას მხარდაჭერისთვის მიმართავს. თუმცა, ეს პოლიტიკური ძალა კოალიცია მესამე გზის წევრია და მათ უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ მოქმედ ხელისუფლებასთან კოალციიით დაინტერესებული არ არიან.
დუდას განცხადების შემდეგ, მორავიეცკიმ მისთვის მანდატის მიცემაზე განაცხადა, რომ ეს "პატივი, მაგრამ ასევე გამოწვევაა."
პრემიერმა კაბინეტი დუდას ახალი პარლამენტის მოწვევიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა წარუდგინოს, რაც 13 ნოემბერს მოხდება და შემდეგ კიდევ ორი კვირა აქვს თავისი პროგრამის წარსადგენად და საკმარისი ხმების შესაგროვებლად. თუ ის ვერ მოხერხდება, მაშინ პარლამენტი იღებს ინიციატივას და საკუთარ კანდიდატს წარადგენს, რომელიც, სავარაუდოდ, დონალდ ტუსკი იქნება.
ამ პერიოდში კი პრემიერის მოვალეობის შესრულებას მორავიეცკი აგრძელებს.
იაროსლავ კაჩინსკის პარტია კანონი და სამართლიანობა პოლონეთს 2015 წლიდან მართავს.