პოლონეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

პოლონეთის პრეზიდენტს ანჟეი დუდას კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადმინისტრაციის უფროსი პაველ სჟეროტი ავრცელებს.

"პრეზიდენტი კარგად არის, სიმპტომები არ აქვს და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში იმყოფება", - წერს სჟეროტი ტვიტერზე.

დუდა ვაქცინის სამი დოზით არის აცრილი. ბუსტერ დოზა მან 2021 წლის 17 დეკემბერს მიიღო.

პოლონეთის პრეზიდენტმა კორონავირუსი 2020 წლის ოქტომბერში უკვე გადაიტანა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები