პოლონეთმა სასაზღვრო ინციდენტის გამო ბელარუსის ელჩი დაიბარა

 

3 ნოემბერს პოლონეთის საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სასაზღვრო ინციდენტის გამო დაიბარეს.

ვარშავის განცხადებით, 1-2 ნოემბრის ღამეს პოლონეთ-ბელარუსის უნიფორმიანმა შეიარაღებულმა პირებმა გადაკვეთეს.

აღნიშნული ინციდენტი ბელარუსული ძალოვანი სტრუქტურების მიერ ორგანიზებულს ჰგავდა და მიზნად ვითარების განზრახ ესკალაციას ისახავდა, ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გასულ თვეში პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ განაცხადა, რომ ბელარუსმა ძალოვნებმა მათი მიმართულებით გაისროლეს - სავარაუდოდ, ფუჭი ვაზნებით.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ათასობით მიგრანტი ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროკავშირში მოხვედრას ბელარუსის გავლით ცდილობს.

ლიტვა, ლატვია და პოლონეთი ბელარუსის ხელისუფლებას მიგრანტების საკითხის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში სდებს ბრალს.

„პოლონეთი საკუთარ, ისევე როგორც ევროკავშირის საზღვრებს დაიცავს და მინსკის მიერ წაქეზებულ უკანონო მიგრაციას წინ აღუდგება“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

პოლონეთის მთავრობა სასაზღვრო კონტროლის გასამკაცრებლად აღმოსავლეთ საზღვარზე კედლის აგებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები