პოლონეთმა და უკრინამ მარცვლეულს საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს

უკრაინა და პოლონეთი ხორბლის ექსპორტის საკითხზე ერთობლივი გადაწყვეტისა და კომპრომისის გამონახვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. სავარაუდოა, რომ საბოლოო შეთანხმება მიმდინარე კვირაშივე შედგება. 

უკრაინული ხორბლის ექსპორტის საკითხი პოლონელ კოლეგასთან ერთად უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განიხილეს. 

კონტექსტი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისა და პორტების ბლოკირების შემდეგ უკრაინა იძულებული გახდა მარცვლეულისთვის პოლონეთის სატრანზიტო მარშრუტი გამოეყენებინა. 

ხორბალი, რომელიც ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი დიდი რაოდენობით დაგროვდა, რამაც ფასები მკვეთრად დააგდო. ფასის კლებამ ადგილობრივი ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია. 

2023 წელს ადგილობრივი ფერმერების დაცვის მოტივით პოლონეთმა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე უკრაინული ხორბლის ექსპორტის გადაწყვეტილებას მიაღწიეს. 

სექტემბერში ევროკომისიამ უარი თქვა აკრძალვის გაგრძელებაზე, რომელიც 15 სექტემბრამდე მოქმედებდა, თუმცა ამჯერად უკვე პოლონეთმა და სხვა ქვეყნებმა აკრძალვის გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს. 

ხორბლის საკითხი უკრაინასა და პოლონეთს შორის ბოლო პერიოდში დაძაბულობის მთავარი მიზეზია. მოახლოებული არჩევნების ფონზე პოლონეთის მთავრობის წევრებმა საკითხზე რამდენიმე მწვავე განცხადება გაავრცელეს. 

მსგავსი სიახლეები