პოლონეთმა დაადასტურა, რომ 2022 წელს ფშევოდუვში აფეთქებული რაკეტა უკრაინული იყო

პოლონეთის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გასულ წლის ნოემბერში, სოფელ პშევოდუვში აფეთქებული რაკეტა უკრაინული იყო. 

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის, ზბიგნევ ზებროს თქმით, ასეთ დასკვნამდე მივიდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება. 

"გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომელიც კატეგორიულად მიუთითებს, რომ საუბარია საბჭოთა წარმოების რაკეტაზე, რაც შეეხება კუთვნილებას, ეს უკრაინული რაკეტა იყო",- განაცხადა ზებრომ. 

პოლონეთის გენერალურმა პროკურორმა ასევე გამოთქვა მწუხარება, რომ უკრაინულმა მხარემ უარი თქვა თანამშრომლობაზე. 

ზებროს გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე პოლონურ მედიაში გავრცელდა ცნობები გამოძიების შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც, პშევოდუვში აფეთქებული რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ იყო გაშვებული. 

კონტექსტი 

უკრაინის მოსაზღვრე სოფელ ფშევოდუვში რაკეტის აფეთქებას პოლონეთის 2 მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევა რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაჩეღებული სარაკეტო ტერორის ფონზე მოხდა. 

გასული წლის შემოდგომაზე რუსეთი პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ბომბავდა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის დასავლეთ უკრაინაშიც. 

სწორედ დასავლეთ უკრაინის მასირებული დაბომბვისას მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. 

მსგავსი სიახლეები