პოლონეთმა უკრაინას Starlink-ის 5000 ტერმინალი გადასცა
უკრაინამ პოლონეთისგან კიდევ 5000 Starlink-ის ტერმინალი მიიღო. ამის შესახებ 22 აგვისტოს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.
"ჩვენმა პოლონელმა მეგობრებმა უკრაინას 5000 Starlink [ტერმინალი] გადასცეს. ეს უკრაინელებს დაგვეხმარება ყოველთვის ვიყოთ კონტაქტზე და კრიტიკულმა ინფრასტრუქტურულმა ობიექტებმა ურთულეს პირობებში იმუშაონ", - წერს ფედოროვი.
მან დიგიტალიზაციის საკითხებში პოლონეთის სახელმწიფო მდივანს იანუშ ჩიეშინსკის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ივლისის ბოლოს ფედოროვმა თქვა, რომ უკრაინაში უკვე 12 000-მდე Starlink-ის ტერმინალია.