პოლონეთში აფეთქება მოხდა შეიარაღების მწარმოებელ ქარხანაზე

პოლონეთის ქალაქ, სკარჟისკო-კამენნაში მდებარე Mesko-ს სამხედრო შეიარაღების მწარმოებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი, დაჭრილია კიდევ ერთი. აფეთქების მომენტში საწარმოში 3 ადამიანი იმყოფებოდა. 

ინფორმაციას მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია პოლონეთის სამართალდამცველ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს

Mesko-ს გამოშვებულ პროდუქციას შორისაა, საარტილერიო დანადგარები და ჭურვები, ასევე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Piorum, რომელიც მათ შორის ЗСУ-ს არსენალშიცაა. აღნიშნულ საზენიტო სისტემებს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსული დრონების შეტევების მოსაგარიებლად იყენებენ

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი. 

მაისში Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მთელი ევროპის მასშტაბით დივერსიებისთვის ემზადებიან და მათ ფოკუსში ის სამხედრო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა იქნება, რომლებიც უკრაინის დასახმარებლად გამოიყენება. 

რუსეთს უკვე ადანაშაუელებენ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დივერსიებში. აპრილ-მაისის პერიოდში აღნიშნული ბრალდებით პოლონეთში 10 ადამიანი დააკავეს. 

 

 

მსგავსი სიახლეები