პოლონეთში ხმების დათვლა დასრულდა: მმართველი პარტია ძალაუფლებას დაკარგავს

პოლონეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100% დაითვალა.

საბოლოო მონაცემების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მმართველი პარტია, იაროსლავ კაჩინსკის "კანონი და სამართალი" გავიდა 35.38%-ით.

მეორე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის "ამომრჩეველთა პლატფორმაა" 30.70%-ით.

მესამე ადგილი დაიკავა ალიანსმა "მესამე გზამ", რომელიც ორი პარტიისგან, ჟურნალისტ სიმონ ჰოლოვნიას "პოლონეთი 2050"-ისგან და აგრარული "პოლონეთის ხალხის პარტიისგან" შედგება.

მეოთხე ადგილზე "ახალი მემარცხენეები" გავიდნენ, მეხუთეზე კი ულტრამემარჯვენე "კონფედერაცია".

რა მოხდება ახლა?

დიდი ალბათობით, გუშინწინდელ არჩევნებს პოლონეთში ხელისუფლების ცვლილება მოჰყვება.

მმართველ პარტიას უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად მანდატები არ ჰყოფნის. არც იმ შემთხვევაში, თუ "კონფედერაციასთან" ეცდებიან კოალიციის შექმნას.

დონალდ ტუსკი - ვინ იქნება პოლონეთის ძველი და ახალი პრემიერ-მინისტრი

ამდენად, ყველაზე სავარაუდო კოალიცია "ამომრჩეველთა პლატფორმის", "მესამე გზისა" და "ახალი მემარცხენეებისგან" შედგება. პრემიერ-მინისტრი, უდიდესი ალბათობით, კვლავ დონალდ ტუსკი გახდება.

 

მსგავსი სიახლეები